13:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 12:08:37, 1285 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა

“უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა“, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე ახალგარზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მოკლულების სისხლი, რომელთა განლაგებამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობების კონკრეტული ადგილი.

„ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ-ს დანაზე. საქმის ერთერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისთვის ბრალდებულ გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული, ხელსახოცში გადახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა მოკლული ლ.დ.-სა და ბრალდებულ გ.ბ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ), ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე, რომელშიც დანა იყო გადახვეული, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა. უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა.

საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილ ლ.დ.-სა და დ.ს.-ს მიყენებული დაზიანებები (ჭრილობები) თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელთაც გააჩნიათ - ერთ მხარეზე ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეზე ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიების მიერ დაკითხული იქნა ასზე მეტი მოწმე, მათ შორის უშუალოდ ინციდენტში მონაწილე, სკოლის 14 მოსწავლე - მოკლული ახალგაზრდების კლასელები და მეგობრები, რომელთაგანაც სამწუხაროდ ვერც ერთმა ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ, ანდა გამოიყენეს იგი“, - განაცხდა მალხაზ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics