19:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 19:30:59, 1437 ნახვა

კომენტარი
რუსი მღვდელმსახური საქართველოში მოვლენილ მამაოზე: ის რუსული ეკლესიის სახე იქნება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან ერთად საღმრთო ლიტურგიაში დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა რუსეთის საპატრიარქოდან მოვლინებულმა სასულიერო პირებმაც მიიღეს. მათ საქართველოში მოვლენილ მამა ვლადიმერის მისიაზეც ისაუბრეს.

როგორც ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მამა ვლადიმერის საქართველოში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის საპატრიარქომ მიიღო. 

"დიდი ხანია მოსკოვში არსებობს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობა. ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულდება ქართულ ენაზე. რაც შეეხება მამა ვლადიმერის საქმიანობას, ის სულიერ საზრდოს მიაწვდის საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებელ რუსებს. ის არავის ინტერესების დამცველი არ იქნება. ის იქნება რუსული ეკლესიის სახე და ხიდის როლს შეასრულებს ჩვენს ეკლესიებს შორის“, - აღნიშნა სასულიერო პირმა. 

ამასთან, სასულიერო დელეგაციამ საქართველოში წმინდანთა ნაწილები ჩამოაბრძანა, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.

„ჩვენ ვართ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ამ შესანიშნავი ტაძრის მშენებლობის დაწყების 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ჩამოვიტანეთ როსტოვისა და იარლოსვლავის ეპარქიის საჩუქარი წმინდანთა ძვლები, რომლებიც აქ სამუდამოდ იქნება დასვენებული. ამით იმედი გვაქვს აღსრულდება სულიერი ერთობა მოძმე ქართველ და რუს ხალხებს შორის”, -განაცხადა იღუმენი ავგუსტინმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოში წარმომადგენელს გზავნის. პატრიარქ კირილესა და სინოდის გადაწყვეტილებით სასულიერო პირი რუსულენოვანი მრევლისთვის იქადაგებს და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ეკლესიის პოზიციას წარმოადგენს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics