20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 15:10:38, 1271 ნახვა

საზოგადოება
წერეთლის გამზირზე სხვლა-ფორმირების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში,  შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მიმდინარე წლის 29 მაისიდან  წერეთლის გამზირზე  სხვლა-ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს. 

შესაბამისი სამუშაოები წერეთლის გამზირზე წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ხეები პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე, გარეგანათების სისტემის ეფექტურობას.

წერეთლის გამზირზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება.

ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები დასრულებულია რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და ნაწილობრივ კოსტავას ქუჩებზე. წერეთლის გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მოწესრიგება იგეგმება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics