2015-05-27 13:56:16, 340 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაფართოებული ფორმატით სავარაუდოდ ივნისში შედგება
„სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევრში, შეიძლება ივნისის ბოლოსკენ შედგეს შეხვედრა, ჯერ თარიღზე არ შევთანხმებულვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
"თუ აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში, ახლა ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ლოგიკურია, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ამ სფეროს ექსპერტი უნდა ესწრებოდეს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ .
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან