|
2018-05-26 16:09:43, 1301 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: განვლილი საუკუნეების მსგავსად, უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა იოლი საქართველოსთვის
„განვლილი საუკუნეების მსგავსად, უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა იოლი საქართველოსთვის, სავსე იყო გამოწვევებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს წელი მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს კიდევ რამდენიმე ქვეყანა აღნიშნავს. „განვლილი საუკუნეების მსგავსად, უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა იოლი საქართველოსთვის, სავსე იყო გამოწვევებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით. ჩვენმა ქვეყანამ, უდიდესი მსხვერპლის ფასად შეძლო, 1991 წლის 31 მარტს აღედგინა დამოუკიდებლობა და შემდგომ უკვე 26 მაისს, ჩვენ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, დავამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალი ტრაექტორია, რომელიც ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტგრაციას გულისმხობს. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში რა თქმა უნდა, არაერთი ბრძოლაა შემორჩენილი, თუმცა განსაკუთრებული იყო 1918 წლის 26 მაისი, როდესაც 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემომკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მის გამოსვლაში აღნიშნავდა: „აქტი 26 მაისისა არ ყოფილა აქტი შემთხვევითი, აქტი უცაბედითი, აქტი მოგონილი რომელიმე პირის, ჯგუფის, ან პარტიის მიერ. არა, ბატონებო, ეს აქტი იყო ისტორიულ აუცილებლობისა და ხალხის გულიდან ამოხეთქილი. ამ აქტით საქართველო გადაურჩა განადგურებას... დღეს ჩვენ შეგვიძლიან შევიდეთ ევროპიულ ხალხთა ოჯახში პირდაპირ სრულიად უშუამავლოდ. დღეს ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ. ჩვენ ჩვენის ნებით არ გადაუხვევთ“. ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი სიტყვებია ჭეშმარიტად, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, 100 წლის წინ გამოხატავდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ საქართველომ იმ სამი წლის განმავლობაში შეძლო, მიეღო ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, დაეფუძნებინა პარლამენტი რომელიც სქესის, ეროვნების, სარწმუნოებისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, აძლევდა უნივერსალურ საარჩევნო ხმას ყველა მოქალაქეს, რომლის საფუძველზე შედგა პირველი პარლამენტი და ასევე, თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაშინ ქართულმა საზოგადოებამ ჰარმონიულად შეისისხლხორცა ევროპული დემოკრატიული ფასეულობები და მრავალწლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, ამ ღირებულებების გამტარებელი დარჩა“, - განაცხადა პრემიერმა.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)