20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 16:19:30, 1507 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მგზავრებს ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ ბრენდირებული ქართული ღვინო და ტკბილეული დაურიგა.

,,პირველ რიგში გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა. საქართველოს ყველა აეროპორტი, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ამ დღეს საზეიმო განწყობით და საგანგებოდ გაფორმებული ხვდება. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩვენ გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრენდირებული ქართული ღვინოები და ტკბილეული დავურიგეთ",-განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics