17:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 14:51:29, 1290 ნახვა

კომენტარი
იზორია: განვლილმა 100-მა წელმა ცხადყო, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყველა ეპოქაში დაცვა სჭირდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, 100 წლის წინ პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ძალისხმევით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, განვლილმა 100-მა წელმა ცხადყო, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყველა ეპოქაში დაცვა სჭირდება.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო, მხედრული სულისა და შეუპოვრობისთვის მინდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, განსაკუთრებით თქვენ მოგილოცოთ. 100 წლის წინ ზუსტად აქ საფუძველი ჩაეყარა თაობების საუკუნოვან ოცნებას და პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ძალისხმევით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა. მიხარია, რომ ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლები დღეს ჩვენს გვერდით არიან. "მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი“ - ამბობდა გიორგი მაზნიაშვილი. სწორედ ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან საქართველოს გმირები, იუნკერები, რომლებიც წინ აღუდგნენ წითელ არმიას და დაიმკვიდრეს მარადიული სახელი საქართველოს ისტორიაში. განვლილმა 100-მა წელმა განსაკუთრებით ცხადყო, რომ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ყველა ეპოქაში სჭირდება დაცვა. თქვენ საქართველოს შვილები სიცოცხლის ფასად იცავთ ქვეყანას“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ჯაველენების შესყიდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულოებების ერთგული რჩება.

"გავზზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი და თავსებადი გავხადეთ ნატო-ს სტანდარტებთან, შევიძინეთ უახლესი ანტისატანკო სისტემა - "ჯაველინი", ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ყველაზე ამბიციური პროგრამის - "საქართველოს თავდაცვის პროგრამის" განხორციელება, დავასრულეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის პირველი ეტაპი, განვააახლეთ წვევამდელთა და ვიწყებთ რეზერვის სისტემის ამოქმედებას. წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივებს და ვაგრძელებთ საერთაშორისო მისიებში მონწილეობას მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად", - აღნიშნა მან. 

იზორიამ აგვისტოს ომიც გაიხსენა.

"10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. დიდება აგვისტოს ომის გმირებს. ოკუპაციის პირობებში ქვეყნის მომავალს ქართველი ხალხი ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალში ხედავს," - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics