21:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 14:51:48, 1479 ნახვა

საზოგადოება
ემანუელ მაკრონი: ამაყი ვარ იმ მიღებით, რომელიც საფრანგეთმა გაუწია საქართველოს გადასახლებაში მყოფ მთავრობას 1921 წელს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს.

„გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გულმხურვალედ გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის მეგობრული განწყობა თქვენი ქვეყნისადმი და ჩემი მისწრაფება, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს ძმური ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის.

თქვენი ეროვნული დღესასწაული წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ დღეს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჟან–ივ ლე დრიანი ამ დღეს თქვენს გვერდით აღნიშნავს თბილისში.

ეს მოვლენა ნაწილია 1918 წლის ასი წლისთავის კოლექტიური მოგონებისა, იმ კონფლიქტის გახსენებისა, რომელმაც დაანაწევრა ევროპის კონტინენტი, ასევე ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის აღნიშვნისა. საქართველო, როგორც რესპუბლიკა, სწორედ მაშინ გამოჩნდა საერთაშორისო არენაზე, თუმცა, ამავდროულად ეს იყო უძველესი კულტურის მქონე ერის დამოუკიდებლობის აღდგენა.

იმ არეულ ეპოქაში საქართველოს დამოუკიდებლობამ, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანა. მე დიდად ამაყი ვარ იმ მიღებით, რომელიც საფრანგეთმა გაუწია საქართველოს გადასახლებაში მყოფ მთავრობას 1921 წელს. ლევილ სურ ორჟის მამული, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა 2016 წელს, მოწმეა იმ ეპოქისა, როდესაც ჩვენმა რესპუბლიკებმა ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს ერთმანეთის მიმართ.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მყარი მეგობრული კავშირის ნათელი დადასტურებაა ქართული და ფრანგული სამხედრო კონტინგენტების მეგობრობა, რომლებიც გვერდი გვერდ იბრძვიან სამშვიდობო ოპერაციებში,  როგორც ეს ახლახან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იყო.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საფრანგეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ევროგაერთიანებასა და ნატოსთან თქვენი პარტნიორობის მხარდაჭერას, თქვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობას", - აღნიშნულია ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics