17:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 13:57:03, 1405 ნახვა

კომენტარი
სომხეთის პრეზიდენტი: მრავალი ასეული წელია ვცხოვრობთ როგორც დები და ძმები და არასოდეს გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

როგორც სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის განმავლობაში როგორც ძმები და დები ისე ცხოვრობდნენ და რაიმე მნიშვნელოვანი გაუგებრობა არასოდეს ჰქონიათ.

„ძვირფასო დებო და ძმებო, საქართველოს მოქალაქეებო,  ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენ შორის ვიყო დღეს ამ შესანიშნავ დღეს. ამ შესანიშნავი დღესასწაულის დროს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს. ორი ერი ქართველები და სომხები, ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს.  28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. მაგრამ ჩვენი ორი ერი არამხოლოდ ასი წლის მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ათასწლოვანი ისტორია გაგვაჩნია.  ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს რაც გვაქვს საერთო ნამდვილად. ჩვენ ვცხოვრობთ როგორც დები და ძმები ერთმანეთის გვერდით. ეს ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად თავიანთი დამოუკიდებლობისათვის და ღირსებისათვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასდროს არ გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა ჩვენ შორის.  ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულება გახლავთ და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და სომხეთში ცხოვრობენ“,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას მოპატიჟებისა და სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ მშვენიერ ქალაქს, თბილისს. მრავალი წლის მანძილზე თბილისი, “ტიფლისი“ იყო სამხრეთ კავკასიის კულტურული ცენტრი. ეს იყო ქალაქი, სადაც ქართველები, სომხები და მრავალი სხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობდა ერთად, ჰარმონიულად და იზიარებდა ყველაფერს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურას, საკვებს და რასაკვირველია, ქართველები და სომხები იზიარებენ საერთო რელიგიას. ჩვენ ორივენი ვდგავართ ქრისტიანობის საწყისებთან. ჩვენ ასეთი ქვეყნები ვართ, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი მეუღლის, ჩემი ბებიებისა და ბაბუების. ასეთ ქალაქში ჩამოვედი მე. თბილისს აქვს ძალიან ბევრი საერთო მრავალ კულტურასთან. ეს არის შესანიშნავი ქალაქი, ქართველ მცხოვრებლებს შორის მრავალი საუბრობს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის სომხები-სომხურად. დღევანდელი რეალობა გვავალდებულებს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ განვავითაროთ და გავამრავლოთ ჩვენი ღირებულებები და მიღწევები, შევქმნათ ის ახალი, რაც ღირსი იქნება მოხსენიების და რატომაც არა, ასევე მიბაძვის. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. გილოცავთ, გისურვებთ, მშვიდობას კეთილდღეობას და ყოველგვარ სიკეთეს“,- აღნიშნა მან.

გამოსვლის ბოლო სომხეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას ქართულად მიმართა:

„გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას!“, - განაცხადა სარქისიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics