|
2018-05-26 12:36:30, 1477 ნახვა
სამხედრო
366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო - ვიდეო
საქართველოს მასშტაბით ერთდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იყო წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იყვნენ იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით. ფიცის დადების ცერემონიალს ლიტვიდან მოწვეული ორკესტრი აფორმებდა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ამასთან, ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიალს გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)