2018-05-26 11:36:59, 1176 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: ჩვენი მილოცვა კეთილმეზობლურ და მეგობრულ საქართველოს და ქართველ ხალხს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს.
მილოცვა უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ჩვენი გულმხურვალე მილოცვა კეთილმეზობლურ და მეგობრულ საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს”, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.
ავტორი: ,