|
2018-05-25 20:42:49, 1353 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ფორმატზე გადასვლის შეთანხმების იმპლემენტაცია განიხილა
გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელიც თბილისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა. გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტის პირველ ვიზიტს, რომელიც საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება, საქართველოში ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა, იმ შეთანხმების იმპლემენტაციის უმაღლეს დონეზე დიალოგის შესახებ, რომელზეც შეთანხმება შედგა მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტისას და რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირ - საქართველოს ახალ საფეხურზე გადასვლას და რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში პრაქტიკულ ინტეგრაციას. გიორგი მარგველაშვილმა სტუმართან დეტალურად განიხილა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა და ჟან კლოდ იუნკერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ბოლო პერიოდში გახშირებულ გატაცებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის კრიტიკულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში. აღნიშნულ კონტექსტში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მისი მანდატის სრულად განხორციელების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, სადამკვირვებლო მისიის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აუცილებელია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობას საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)