21:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 18:56:40, 1254 ნახვა

საზოგადოება
გამოსაშვები გამოცდები 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მე-12 კლასელთა 2018 წლის გამოსაშვები გამოცდების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვიტაც ირკვევა, რომ გამოსაშვები გამოცდები 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა.

შედეგების თანახმად, მე-12 კლასელთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:

• ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა
• უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა
• ისტორია – 97%-ზე მეტმა
• მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა

განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია:

• გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა
• ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა
• ქიმია – 78%-ზე მეტმა
• ფიზიკა – 43%-ზე მეტმა

იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.

იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი - 1983.

იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია - 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics