|
2018-05-25 18:00:20, 1197 ნახვა
საზოგადოება
თემაზე „გენდერული თანასწორობის მექანიზმების გაძლიერება საქართველოში“ დისკუსია გაიმართა
პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით, დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე განსახილველი თემები იყო სახელმწიფოსა და დონორთა მხრიდან გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობა, მედიის როლი გენდერული ბალანსის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის მექანიზმების გაძლირების საკითხებში. შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებთაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ მონაწილეებს გააცნო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა. დისკუსია 25 მაისს, 12.00-ზე, თბილისში, „ფაბრიკაში“, პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით გაიმართა. ცნობისთვის, პროექტი - ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში. პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: • ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით • სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა • ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის. პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი.
თამარ ლომაშვილი
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)