20:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 14:20:31, 1252 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დალია გრიბაუსკაიტე ეწვია

საქართველოში ვიზიტი დაიწყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც თბილისს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც შედგება საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქართული და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებით წარდგებიან.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს პატივსაცემად ოფიციალური ლანჩი გაიმართება.
ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ხვალ, დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად, 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics