14:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 13:39:43, 2332 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

გაერო-ს შენობაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.

საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის მარკა გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72 სესიის პრეზიდენტმა, მიროსლავ ლაიჩაკმა, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, კრისტიან სონდერსმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას შუასაუკუნეებში მოღვაწე პირთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, მარკის საზეიმო წარდგენის შემდეგ კი გაიმართა კონცერტი „Georgian Overtones", ამერიკაში მოღვაწე ჯაზ-მუსიკოსის, გიორგი მიქაძის ბენდისა და ანსამბლ „ბასიანის" წევრების მონაწილეობით.

ღონისძიებას დაესწრნენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, გაერო-ს სამდივნოსა და სხვადასხვა სააგენტოების ხელმძღვანელები, მედიისა და ხელოვნების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics