17:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 11:58:10, 1129 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: „ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე კონკრეტული პასუხების გაცემას ალბათ, დღის მეორე ნახევარში შევძლებთ

„ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე კონკრეტული პასუხების გაცემას ალბათ, დღის მეორე ნახევარში შევძლებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი ღამის განმავლობაში გენერაციის სექტორებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა.

 „წყალი შესულია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ პასუხი გავცეთ, თუ რამხელაა ზარალი და რა პერიოდი დასჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენას. გუშინ სარეზევრო სისტემები გამოვიყენეთ, ასევე იმპორტი შემოვიტანეთ ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილური ელექტრო მომარაგება მოგვეხდინა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით,  გუშინ, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics