18:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 13:02:22, 1510 ნახვა

საზოგადოება
ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობენ

„თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელი“, - ასე უპასუხა ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფედერაციის პრეზიდენტის 5-პუნქტიან შეთავაზებას.

ქევხიშვილმა ძიუდოისტებს შესთავაზა, წარმოადგინონ მათი ნდობით არჭურვილი პირი, რომელსაც ის თანაშემწედ დანიშნავს.

ლიპარტელიანის განცხადებით, ქევხიშვილის წინადადება მიუღებელია, რადგან ძიუდოს ფედერაციაში ვინმეს წარდგენა მათ კომპეტენციაში არ შედის.

 „ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან. ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა. თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics