17:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 10:30:25, 1164 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის სპეციფიკა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

ახალგაზრდებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომავალი იურისტების  ინფორმირება სააგენტოში მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, რამდენადაც  ეს  ინფორმაცია  მათ დაეხმარება სამომავლოდ, საჯარო რეესტრთან დაკავშირებული საქმიანობის უკეთ წარმართვაში.

მომავალი იურისტები გაეცნენუძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. მათ ასევე,ინფორმაცია მიიღეს  მიწის რეგისტრაციის რეფორმის, მათ შორის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შესახებ. სააგენტოს წარმომადგენლებმა  მოსწავლეებთან ერთად განიხილეს  ისეთი საკითხები, როგორიცაა საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება,  ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოს წარმატება. 

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხეს. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics