|
2018-05-23 18:50:23, 1306 ნახვა
სამართალი
ადვოკატი ბენ ემერსონი: რუსული მხარის არგუმენტების სერიოზულად მიღება რთულია
სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე ზეპირი მოსმენა დასრულდა. პროცესზე დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსეთის კონტრარგუმენტები მოისმინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა გვიდო რაიმონდიმ განაცხადა, რომ გადაწყეტილების თაობაზე მხარეებს წინასწარ ეცნობება, თუმცა როდის, არ დაუკონკრეტებია. ქართული მხარის ადვოკატის, ბენ ემერსონის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მათ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული გაყალბებულია. აღნიშნა, მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის მთავრობა შეეცდებოდა, დაემტკიცებინა, რომ მათ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული გაყალბებულია. „რუსეთის მთავრობა შეეცადა დაემტკიცებინა, რომ დანაშაულის ადგილი და მათ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულიც გაყალბებულია, რაც გასაკვირი არ არის. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს არის სასოწარკვეთილი გუნდის და ადვოკატის უკანასკნელი ბერკეტი, რომ დაადანაშაულოს ყველა და თქვას, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურმა Human Rights Watch-მა და CIA-მ შეაღწიეს რუსების ხაზზე, მოიპარეს ისკანდერები, ფრაგმენტებად აქციეს და დაყარეს, რომ შემდეგ ყველას რუსეთი დაედანაშაულებინა. მათი არგუმენტების სერიოზულად მიღება რთულია და დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება ევროსასამართლოსთვისაც რთული იქნება. საკმაოდ კომპლექსური საქმეა. სასამართლოს აქვს ყველა მასალა და შედეგის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ბენ ემერსონმა. შეგახსენებთ, აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). რუსეთ-საქართველოს ომის საქმის არსებით მხარეზე წერილობითი პოზიციები და შესაბამისი მტკიცებულებები საქართველომ პირველად წარადგინა 2014 წლის 31 დეკემბერს, ამის შემდეგ დამატებით − 2016 წლის 19 თებერვალს და 31 მარტს, 2017 წლის 31 იანვარსა და 24 ნოემბერს. სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, 2009 წლის 6 თებერვალს კი, საქართველომ წარადგინა დაზუსტებული საჩივარი; სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო, არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)