16:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 12:23:17, 1091 ნახვა

საზოგადოება
ლაბორატორიაში კახეთის სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ტური მოეწყო

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. მოეწყო შემეცნებითი ტური  ლაბორატორიის საუკუნოვანი ისტორიის შესახებ. 

გამოფენილი იყო ლაბორატორიის საქმიანობის საარქივო ფოტო-მასალა, სადაც ნაჩვენები იყო ლაბორატორიული დანადაგრების  განვითარების ეტაპები.

ღია კარის დღე ჩატარდა მცენარეთა მავნე ორგანიზმების  დიაგნოსტიკის  ლაბორატორიებში. მოსწავლეებს  განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და  ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. 

ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მაქსიმალურად ცდილობს  დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების  პოპულარიზაცია, ახალგაზრდული იდეების წახალისება და დამწყები პროექტების ხელშეწყობა.

ამჯერად, ლაბორატორიას კახეთის რეგიონის, საგარეჯოს, გომბორის, უდაბნოს, პატარძეულის, ხაშმის და „მზის გულის“ საჯარო სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics