01:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 18:31:26, 1526 ნახვა

სამართალი
სასამართლომ თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა

თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი ბრალდებულის 2000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად იმ საფრთხეების არარსებობას ასახელებდა, რომელიც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ედება საფუძვლად. ადვოკატის თქმით, არ არსებობს გრიგალაშვილის არც მიმალვის და  არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ გრიგალაშვილს სხვა დანაშაულზეც ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ის ერთ-ერთ გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროებით ემუქრებოდა.

„გამოძალვის ნაწილში ვგულისხმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გახმაურების მოტივით, ფულადი თანხის გამოძალვას", - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. აღნიშნული ბრალდებები ანა ნაცვლიშვილს არ უკავშირდება.

საქმეზე მომდევნო სხდომა 4 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics