|
2018-05-22 13:37:31, 1486 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის უმსხვილესი საავიაციო გამოცემა anna.aero ქუთაისიდან ახალი მიმართულებების დაწყების შესახებ სტატიას აქვეყნებს
,,Wizz air ქუთაისის აეროპორტში მეორე საჰაერო ხომალდს ანთავსებს“- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას წამყვანი ბრიტანული ყოველკვირეული საავიაციო ჟურნალი anna.aero. სტატიაში საუბარია, 17 მაისს ქუთაისიდან ახალი ბაზირებული რეისების დაწყების შესახებ, რომელიც რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით ხორციელდება. ,,2017 წელს, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარი გახდა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა - 43 % დაფიქსირდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე საჰაერო ხომალდი დააყენა. ამ დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ორიგინალური ტორტი წარმოადგინა - ვიზეარის ორი ბაზირებული თვითმფრინავით და აეროპორტის ტერმინალით, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და Wizz air-ის მარკეტინგის დირექტორმა იოჰან ეიდჰაგენმა გაჭრეს“,- ნათქვამია anna.aero-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიაში, ასევე ნათქვამია, რომ ზაფხულიდან Wizz air ავიარეისებს ბუქარესტი ქუთაისის, ხოლო ნოემბრიდან ვენა-ქუთაისის მიმართულებებით შეასრულებს საერთო ჯამში ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით მოემსახურება.
(NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)