12:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 12:58:28, 1562 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გამართა

„საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს პროექტის - „ბიზნეს კაფე“-ს  ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გამართა.

საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული მეორე შეხვედრა მიეძღვნა თემას: „ნამდვილი ქართული ბიზნესი“, რომელსაც კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი გაუძღვა.

სემინარზე სპიკერმა ისაუბრა ქართული ბიზნესისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს კომპანია „დიოს“ შექმნის ისტორია − როგორ ან რატომ გაჩნდა იდეა, როგორია კომპანიის მართვის ფორმა, მისი განვითარებისთვის თანმდევი გარდამტეხი ეტაპები. 

საქართველოს ბანკი განაგრძობს საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისა და კლიენტების მხარდაჭერას და მომავალშიც შესთავაზებს მათ  სხვადასხვა თემაზე ორგანიზებულ სემინარსა თუ მასტერკლასს, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს, წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო  პრაქტიკის შესახებ.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics