16:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 11:47:49, 1203 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს.

გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად,  სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან.  კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა  ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.

ზუგდიდში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 5361-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდება ის 240 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. 

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;

2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;

3. კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.

კომისიის მუშაობის დასრულებისა და სიის გამოქვეყნების შემდეგ,  მინისტრის მოადგილეები და კომისიის წევრები ზუგდიდში ყველა იმ დევნილს შეხვდებიან, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესის შესახებ გარკვეული შეკითხვები ექნებათ. დევნილების მიღება იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ უკვე დაასრულა სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით  შემოსული განაცხადების განხილვა და 350-მდე დევნილი ოჯახისთვის  სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics