|
2018-05-21 19:18:37, 1676 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვეს მიტჩელს შეხვდა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მრავალი ასპექტი განიხილეს, მათ შორის - სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება. ყურადღება გამახვილდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც, ვეს მიტჩელის შეფასებით, საქართველო რეგიონში სამაგალითოა. ამერიკულმა მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს არის მნიშვნელოვანი კარიბჭე შუა აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გლობალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებში მათი ჩართულობისთვის. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს პერსპექტივას ნატოს ბრიუსელის მომავალ სამიტზე. ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სვლას ნატოსკენ და სამიტზე, მოკავშირეებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას. გიორგი კვირიკაშვილმა ვეს მიტჩელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება აშშ-ის საიმედო სტრატეგიულ პარტნიორად.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)