|
2018-05-21 15:17:52, 1431 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ, შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ო.მ. დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.მ-მ მისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან, რის შემდეგაც ფ.ვ.-ს და ნ.კ.-ს დაჰპირდა, რომ საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ ნ.კ.-ს ნათესავების კუთვნილ ავტომანქანებს, რის სანაცვლოდ, თითქოსდა აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად იგი თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ.კ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს 6 400 აშშ დოლარისა და 4 000 ლარის ოდენობით. „სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული სასამართლოს განჩინებით, 2018 წლის 21 მაისს, ო.მ. ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)