|
2018-05-21 11:52:12, 1556 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი: 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.1%-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა
ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 65.8 პროცენტი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.5 და 0.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით. მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით. „უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ქ.თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში - 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში - შესაბამისად 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ა.რ-ში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით“,-ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
თამარ ლომაშვილი
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)