14:47 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 10:55:34, 1250 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა.

„პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია.  ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics