14:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 21:45:22, 1376 ნახვა

კომენტარი
გახარია: ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ახალგაზრდებს შევუქმენით

„ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით. მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და კლუბიდან გამოყვანა“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის კითხვას, რატომ მოიხადა ბოდიში შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და კლუბიდან გამოყვანა. ასევე მოვუხადეთ ბოდიში იმათ  რომელიც ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ. ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიციელის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმისთვის, რომ ამას მოჰყოლოდა ის ფორმები გამოხატვის თავისუფლების რომელიც იყო და ამიტომ მოვუხადეთ ბოდიში. ამას მოჰყვა შემდგომ კონტრ რეაქცია და კიდევ ბევრი რამ მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ ერთმა მხარემაც, მეორე მხარემაც, მესამე მხარემაც, სახელმწიფომაც და პოლიციამაც გაართვეს ამას თავი და შესაბამისი პასუხი გაეცა იმ გამოწვევებს რომელიც იყო რისი დამადასტურებელი მაგალითიც და ფაქტორიც იყო ნორმალურად ჩატარებული 17მაისი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics