14:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 20:09:13, 1448 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: სისტემის სწრაფ ჰუმანიზაციას ეფექტურობა ვერ დაეწია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ

„სისტემა გახდა ჰუმანური, მაგრამ ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური. აი ამ დისბალანსს თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას“, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას.

ბოკერიას კითხვაზე - „როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ კრიმინალის ზრდას გაგებით მოეკიდოთ?“ - მინისტრის პასუხი ასეთი იყო:

,,კონცეპტუალურად გიპასუხოთ? გაგებით ვეკიდები… დღეს სამართალდამცავ სისტემაში ხდება მარტივი რამ. ფაქტობრივად ჩათვალეთ რომ მართლმასჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ხდება ახლა. ძალიან მარტივია, იდეალურზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ რაღაც სტანდარტებზე. სასამართლოში მტკიცებულებების სტანდარტი, პროკურატურის მუშაობის სტანდარტი და კიდევ ბევრი რამ. რეალურად ჩვენ კარგად გვესმის,  რომ სისტემა გახდა ჰუმანური.  რატომ ვსაუბრობ მე რომ გაგებით ვეკიდები- სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეპტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად  ეფექტური, აი ამ დისბალანსს ჰუმანურობის გაზრდასა და ეფექტურობის ვერ დაწევას შორის თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას. შემდეგ აბსოლუტურად პოლიტიკური კონტექსტში ამბობთ, რომ გაგებით მოეკიდეთ. მე ამას ასე ვუყურებ, აღვიქვამ და ვთვლი, რომ არის ობიექტური რეალობა და აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics