|
2018-05-18 19:13:42, 1550 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი - ჰიპსტერ ახალგაზრდებთან ერთად წარსული ნეგატიური გამოცდილების გამოსწორება შეგვიძლია
„იძულებული ვიყავით, ბატონო ნუკრი, რათა საზოგადოებაში არსებული კონსერვატიული ჯგუფების და გამოხატვის თავისუფლების ცოტა უფრო აგრესიული ფორმები ერთდროულად დაგვერეგულირებინა“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, თუ რამდენად შეიძლებოდა კლუბების გარეთ ახალგაზრდების დარბევის თავიდან აცილება. გახარიას თქმით, ახალგაზრდების რეაქცია ქვეყნის მძიმე წარსულის ბრალია, რომლის გამოსწორებაც სწორედ იმ ახალგაზრდების საშუალებით უნდა მოხდეს, რომლებიც რუსთაველზე სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. „12 მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ჩვენ ამბის ანალიზი მოვახდინეთ, ჩვენთვის გასაგები იყო ეს რატომ მოხდა. მართლა არსებობს საზოგადოებაში დიდი რეზისტენტულობა როგორც კი სამართალდამცავი ორგანო, არ აქვს მნიშვნელობა, ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად, დიდი მოცულობით ჩნდება ქუჩაში და იწყებს სამართლის აღსრულებას. იმ გამოცდილებას, დაწყებული 9 აპრილიდან და 26 მაისს დამთავრებული მართლა დიდი ენერგია აქვს და ეს არის ჩვენი მძიმე წარსული, რისი გამოსწორების საშუალებაც გვაქვს იმ ახალგაზრდებთან ერთად, იმ ჰიპსტერებთან ერთად, რომლებიც რაღაც მომენტებში ტაშს უკრავდნენ პოლიციის თანამშრომლებს, რამეთუ მათ იგრძნეს ერთი რამ და ეს იყო ფაქტი და მინდა რომ გაითვალისწინოთ, 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და უბრალოდ ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. ეს იყო ორი დიდი განსხვავება და კადრებს როცა შეხედავთ დაინახავთ ამას“,- განაცხადა გახარიამ. მინისტრის თქმით, პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. „იქ სადაც ადგილი ჰქონდა პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას, რა თქმა უნდა პოლიციამ მაშინვე შედიოდა მანდატში იმიტომ, რომ უბრალოდ ემოციურად საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო“,- აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)