08:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 15:46:29, 1798 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიდგომაა - ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია

ჩვენი მიდგომაა - ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია, რომელიც იძლევა გარკვეული სპეკულაციის საშუალებებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბანკში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ სექტორში უკვე ამოქმედებული და დაგეგმილი ღონისძიებები, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

„მომდევნო კვირას, სავარაუდოდ 25 მაისს, გაიმართება მთავრობის სხდომა, სადაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურად წარადგენს ლომბარდებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას. მინდა შეგახსენოთ ჩვენი მიდგომა - ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია, რომელიც იძლევა გარკვეული სპეკულაციის საშუალებებს. ფინანსურ სექტორში ყველა მოთამაშეზე, განურჩევლად იმისა, იურიდიული პირია თუ ფიზიკური, უნდა ვრცელდებოდეს ერთიანი რეგულაცია", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, აღნიშნა  ინიციატივა შეეხება ზედა ზღვარის დაწესებას ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებზე, ასევე ჯარიმებზე. ამასთან, მისი თქმით, დაწესდება შეზღუდვები ლომბარდების მიერ სესხის გასაცემად მისაღებ ქონებასთან დაკავშირებით.

„ეს შეეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაწესებას. რეგულაციას, რომ ასეთივე ჭერი დავაწესოთ ჯარიმებზე, რომ ჯარიმები კრედიტორმა უნდა დათვალოს  გადასახდელი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული თანხიდან, როგორც იყო მსგავსი შემთხვევები, მიუხედავად არსებული რეგულაციებისა. ამასთან, ჩვენ გვექნება შეზღუდვები ე.წ. ლომბარდულ სესხებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ ქონებებზე, რომელიც ძირითადად, ავტომობილები და უძრავი ქონებაა", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics