15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 14:55:20, 1389 ნახვა

საზოგადოება
საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.

“საზაფხულო ბაღები გახლავთ თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ოჯახებს, ვინც ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში ქალაქგარეთ გასვლას, საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ჩვენი ბაღების მომსახურებით,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია  ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. 

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში: 

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112.
სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics