20:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 11:42:39, 1590 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა გენერალ კურტის სკაპაროტთან ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურს, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ კურტის სკაპაროტს შეხვდა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, დღეს ოფიციალურად იხსნება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რაც ისტორიული ეპოქალური ეტაპია საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში, როდესაც საქართველო  ტერიტორიული თავდაცვის პრინციპზე გადადის.

"ამ პროცესში გვერდით გვიდგანან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ეს პროგრამა მოიაზრებს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ასევე, არაპირდაპირ ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების ჰარმონიზაციის პროცესი ნატო -ს სტადარტებთან კიდევ უფრო სიღრმისეულად", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics