|
2018-05-18 11:13:55, 1284 ნახვა
სამართალი
EMC და საია 12 მაისის მოვლენების სამართლებრივ შეფასებას მოამზადებენ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია 12 მაისის ღამეს მიმდინარე მოვლენებს შეისწავლიან. როგორც EMC- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვვანი, ორგანიზაციები თბილისის რამდენიმე კლუბში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების და შემდგომში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას გამოიკვლევენ. „12 მაისის ღამის მოვლენები, საპოლიციო ღონისძიების მასშტაბების, მასობრივი დაკავებებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გათვალისწინებით, სათანადო დოკუმენტირებას და შეფასებას მოითხოვს. ამ მიზნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინტის ცენტრი (EMC)” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეტალურად შეისწავლიან 12 მაისის ღამეს და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის: მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა - კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციამ სპონტანური აქციის მონაწილეებს აქციის გაგრძელების საშუალება არ მისცა. სწორედ ამ ადგილას მოხდა პირთა დიდი ნაწილის დაკავება. საჭიროა შეფასდეს როგორც ამ ადგილას, ასევე პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მოქმედება და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ საპოლიციო ძალის გამოყენების კანონიერება; ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება - როგორც კლუბებთან, აგრეთვე პარლამენტის წინ, 12 მაისს სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გავრცელებული ვიდეო მასალა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლო უკანონო დაკავების ფაქტებზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია დადგინდეს, პოლიციის ქცევის სტრატეგია და ტაქტიკა აქციის მართვის პროცესში, ასევე პირთა დაკავების ინდივიდუალური შემთხვევების კანონიერება,"- წერია განცხადებაში. ანგარიშის ავტორები, შესწავლის შედეგებს, მათ შორის, გაუზიარებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან. ამასთან 19 მაისს მორიგი აქცია დააანონსდა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)