13:59 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 10:50:37, 2522 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა თავისი ხელფასი ვეტერანების სამინისტროს გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პირველი კვარტლის ხელფასი ვეტერანთა საქმეების სამინისტროს შესწირა. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სარა სანდერსმა განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი თავის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.

ტრამპის ქონების ოდენობა დაზუსტებულადარავინ იცის, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მილიარდერია. ის აქამდე ბიზნესმენი და შოუმენი იყო.

ექსპერტების დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ მისი ქონება 10 მილიარდს აღემატება. თავად ტრამპი კი აცხადებს, რომ მისი ქონება 3,2 მილიარდია.

აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წლიურად 400 ათასი დოლარია. მის უსაფრთხოებასა და მგზავრობაზე, მათ შორის შვებულებაზე, წელიწადში ათობით მილიონი დოლარი იხარჯება. მას ასევე შეუძლია განკარგოს წელიწადში 50 ათასი დოლარი პირადი საჭიროებისთვის, 19 ათასი დოლარი გართობისთვის, 100 ათასი დოლარი კი მოგზაურობისთვის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics