|
2018-05-18 09:37:19, 1323 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო. საქართველოს მიზანი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. გიორგი კვირიკაშვილმა ჯან ფრანკო კასპერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების შესახებ. 2017 წლის აპრილში კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივან სარა ლუისს და მის თანმხლებ დელეგაციას უკვე საქართველოში უმასპინძლა. FIS-ის ექსპერტ - კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში ჯოზეფ ფიცჯერალდი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ქვეყნის სამთო პოტენციალსა და შესაძლებლობებს; მთის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან წარმატებულად შეფასდა. FIS-ის ექსპერტთა ჯგუფი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექციის განხორციელების მიზნით, ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენჯერმე ეწვია. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია", კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აგრეთვე საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. 2023 წელს საქართველოში, დაბა ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყანის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)