15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 20:40:29, 1700 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა ავტობუსებით გაიყვანეს.

ადგილზე შეკრებილებმა სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკაზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, ქვეყანა სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდება, სანამ ყველა მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული.

აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მას შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებათა დეპარტმანეტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, ასევე დოპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები დაესწრნენ. გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე.

დღევანდელ აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მთავრობის ადმინისტრაციასთან პირმა, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო, ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაქცევა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს. დაშავებულს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. როგორც ექიმებმა აღნიშნეს, მას დაზიანებები თავის და სახის არეში აღენიშნება.

ცნობისთვის, აქციის გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული. ასევე, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics