07:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 10:04:10, 1365 ნახვა

ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო პოტენციალზე მოხსენება გააკეთა

ენერგეტიკის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და მის პრიორიტეტულ მიმართულებებზე,  განახლებადი ენერგიის მიმდინარე პროექტებსა და განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ კონფერენციაზე “საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა”, რომელიც  Bia Forum-ის მიერ იყო ორგანიზებული.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფორუმზე მოხსენებები გააკეთეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა თორნიკე რიჟვაძემ და ბიზნესისა და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვა და მეწარმეებისთვის ფინანსირების ხელმისაწვდომი წყაროების გაცნობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს გააჩნია აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული რესურსების დიდი რაოდენობა, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 20 პროცენტია  ათვისებული.  ქვეყანაში არსებული 26,000 მდინარიდან 300 მათგანი იძლევა ჰიდროენერგიის წარმოების შესანიშნავ შესაძლებლობას, წყლის რესურსების წილით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მიმდინარეობს ახალი სავაჭრო მექანიზმების განვითარება, ბაზრის ფორმირება, საქართველოს ჩამოყალიბება აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის ჰაბად. მისი თქმით, განვითარების სტრატეგია ასევე მოიცავს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მოზიდვით სოციალური და ეკონომიკური  პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics