|
2018-05-15 18:20:21, 1668 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკები იყიდებოდა, ამიტომ ჩხრეკა ლეგიტიმური იყო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა. მეზვრიშვილის განმარტებით, ხსენებული ფაქტის გამო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკა ლეგიტიმური იყო. „ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩაატარა პოლიციამ კლუბებში საგამოძიებო მოქმედება მაშინ, როცა გარკვეული ნაწილის, უმრავლესობის დაკავება გარეთ მოხდა. ეს საგამოძიებო მოქმედებები დამოუკიდებელია. მოდით, ცოტა ხანი დაკავების ფაქტი დავივიწყოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, პოლიციას ჰქონდა თუ არა კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო – ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკები, გაყიდვის არაერთი ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებებით, ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეომასალა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის იმ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. შესაბამისად, ჩატარებული ჩხრეკა იყო ლეგიტიმური და ჩატარდა სწორედ იმ დროს, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)