13:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 18:02:30, 1379 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: თუკი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, მხარს არ დავუჭერთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყება ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეა, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მაქსიმალურად მკაცრი იქნება.

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, შსს-ს პოზიციაა, რომ თუკი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია mis მოხმარებას წაახალისებს, ამ რეფორმას მხარს არ დაუჭერენ. 

“ჩვენ ეს ვთქვით გუშინ, ამას ვამბობთ დღესაც და ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეები ვართ, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. თუკი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. მთელი რიგ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა, ჩვენი მოსაზრებები იმ უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არის შექმნილი, მიტანილი გვაქვს. მოხმარებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი საკმაოდ ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics