14:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 16:02:01, 1485 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა, კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ქსელმა და დედოფლისწყაროს მერიამ მემორანდუმი გააფორმეს

სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით  მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ქსელის (Rec Caucasus) დირექტორმა სოფიკო ახობაძემ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა  ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საპილოტო პროექტის შედეგად არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ სივრცით-ტერიტორიული ინფორმაციას - მიწის ნაკვეთების რუკებს, გეგმებს, მიწის ნაკვეთის კატეგორიებს, არსებულ განაშენიანებას და სხვა მონაცემებს  დედოფლისწყაროს მერიას მიაწვდის. მერია კი,  თავის მხრივ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით  სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას მოამზადებს.

„ეს იქნება მაგალითი მთლიანად ქვეყნისთვის, თუ როგორ შეიძლება, მარტივად, რეგისტრაციის სრულყოფილი მონაცემების საფუძველზე შედგეს სრულყოფილი მიწათსარგებლობის გეგმა კონკრეტული არეალისთვის", - აღნიშნა ივანე ცარციძემ.

თანამშრომლობის მემორანდუმი  დედოფლისწყაროს მერიას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასა და  მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.   მიწის რესურსების მდგრად და ეფექტიან გამოყენებასთან ერთად, უწყებებს შორის თანამშრომლობა   საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასაც შეუწყობს ხელს.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი არხილოსკალო ერთ-ერთია იმ თორმეტი დასახლებიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics