13:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 15:54:50, 1295 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: საჭიროა კლუბების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა, რომ პოლიციას დაწესებულებებში შესვლა არ დასჭირდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავმა სისტემამ კარგად იმუშავა. წულუკიანი მიიჩნევს, რომ კლუბების ხელმღვანელებთან თანამშრომლობა მსგავსი ფაქტების პრევენციას შეუწყობს ხელს.

"ფორმასთან დაკავშირებით ვერ დავინახე ვერანაირი პრობლემა, რადგან არ ყოფილა არცერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი, ვინც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას; და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, პროკურატურაში არ იყო არცერთი საჩივარი შესული ფიზიკურ ზიანთან დაკავშირებით.  ეს ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა მაქსიმალურად ფრთხილად. იქ იყო დისკომფორტის ძალიან სერიოზული შემთხვევები და იყო ამ დისკომფორტზე მწვავე, სრულიად ბუნებრივი რეაქცია, მაგრამ ის, რომ პოლიცია არ უნდა შევიდეს სადღაც, იმიტომ რომ გართობის ადგილია, ამას მე არ ვიზიარებ. უბრალოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა და აქ თავად კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა. აი, ეს არის ჩემი გადასახედიდან ძალიან მარტივი, თუკი გვექნება თანამშრომლობა  თვითონ დაწესებულებების, რათა ერთად დავიცვათ ახალგაზრდები, და სახელმწიფოს არ მოუწიოს ახალგაზრდის დაცვა ამ მეთოდით. ამიტომაც მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, რომ იმ ღამეს ჩვენ არ დაგვჭირდა და მომავალშიც ღმერთმა დაგვიფაროს ოჯახებში მიცვალებულების მისვენება",  - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics