|
2018-05-15 14:50:29, 1711 ნახვა
სამართალი
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − საქმის განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საქმის განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, თუმცა მანამდე აუცილებელია, 23-მა მაისმა წარმატებით ჩაიაროს. ამასთან, მინისტრმა მედიას თხოვა, საქმეს მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ. „ჩვენ 23 მაისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელ ქვეყანას; ამიტომაც მინდა, მედიას და თითოეულ თქვენგანს ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება. მაქსიმალური ყურადღება, რადგან თავად თემა არის ძალიან საყურადღებო. 23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე. 23 მაისს, რა თქმა უნდა, არ ცხადდება გადაწყვეტილება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო; სასიკეთო ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის; სასიკეთო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, რომ 23-მა მაისმა ჩაიაროს წარმატებით ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გასწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე. ჩვენ სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად და აქ, პირველ რიგში, თქვენი ნებართვით, მინდა, ჩვენი მთავრობის სამართალდამცავი ბლოკი გამოვყო − პროკურატურა, შსს, სუს, თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი შევძელით, ასევე, რამდენიმე კომპონენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს აბსოლუტურად გამართული სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამდე და ამ დღეს საზოგადოება, მედია იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)