12:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 10:40:07, 2391 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო სანქციები გაუფართოვა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„საბჭომ დაამატა ხუთი ადამიანი იმ პირთა სიას, რომელთა ქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ეს ხუთი ადამინი იკავებს საპასუხისმგებლო თანამდებობებს ყირიმისა და სევატოპოლის საარჩევნო კომისიებში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვდნენ ყირიმის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ინა გუზეევი და მდივანი ნატალია ბეზრუჩენკო, სევასტოპოლის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრ პეტუხოვი და მისი მოადგილე მიროსლავ პოგორელოვი, ასევე კომისიის მდივანი ანასტასია კაპრანოვა.

„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში შესვა, მათი ევროპული აქტივები კი დაყადაღდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics