07:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 20:01:28, 1732 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან ჩვენი რეფორმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა გვაქვს

„ეს არის პირველი ვიზიტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორია ჩამოსული და მათი ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან მაღალია", – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „ჩვენ ახლა მსოფლიო ბანკთან ვიმყოფებით პროცესში, როცა უნდა დამტკიცდეს ქვეყნის ჩარჩო-ხელშეკრულება შემდგომ 4-5 წელიწადზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა დირექტორებმა, რომლებიც არიან საბჭოს წევრები, თვითონვე მოისმინონ ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს და შესაბამისად განსაზღვრონ, თუ რა საჭიროება აქვს ჩვენს ქვეყანას საჭირო  რეფორმებისა და ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო მათ ის რეფორმები,  რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა მსოფლიო ბანკისგან", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2019-2022 წლებში დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, მუშავდება  მსოფლიო ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და სტრატეგიული მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics