|
2018-05-14 17:40:49, 1699 ნახვა
სამართალი
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავის მხრივ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. შეგახსენებთ, კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)