|
2018-05-14 12:57:41, 1336 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე მებაჟე ოფიცრებს: თქვენი პროფესიონალიზმით იხსენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე
თქვენი პროფესიონალიზმით იხსენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შეხვედრაზე იმ მებაჟე ოფიცრებს, რომლებმაც წლის დასაწყისიდან ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლენილი პროფესიონალიზმის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის არაერთი ფაქტი აღკვეთეს. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ამავე დროს, მოუწოდა საზღვრის კვეთის პროცესში, კანონიერებისა და წესრიგის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის დასაცავად, გააგრძელონ მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალშიც,სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა საბაჟო სისტემის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური. აღსანიშნავია, სწორედ ამ მებაჟე-ოფიცრებმა „კარწახის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღკვეთეს 1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE-ის შემოტანის ფაქტი, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში" გამოავლინეს 615 გრამი ჰეროინი, 3,8 კგ ოპიუმი, 1 კგ კოკაინი, „სარფის" საბაჟო გამშვებ-პუნქტში ამოღებულ იქნა 99 აბი მეტადონი, რომელიც უპრეცედენტო რაოდენობად ითვლება, ასევე ამოღებულია 71,75 გრამი მეტამფეტამინი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის, მებაჟე-ოფიცრებს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მადლობის სიგელები გადასცა. „1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლენა. ეს ნათლად მიუთითებს, ერთი მხრივ იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს, მაგრამ ამავე დროს, მიუთითებს პროფესიონალიზმის იმ მაღალ სტანდარტზე, რაც არის ჩვენს უწყებებში, რომლებიც დაკავებულები არიან ნარკოტრაფიკის გამოვლენით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მებაჟე-ოფიცრებს საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის," - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. როგორც აღინიშნა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც, 24/7 რეჟიმის პირობებში, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას როგორც ნარკოტიკული ასევე ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ.
(NS)
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)