|
2018-05-14 12:54:51, 1427 ნახვა
ეკონომიკა
ქვევრის ღვინის წარდგენა ბერლინის გამოფენაზე
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE" (The Artisan Wine Fair) ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე ,,RAW WINE" ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინოების სფეროს წარმომადგენლობისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ნათენაძის მარანი", „ველინო", „ტიბაანი", „აი ღვინო", „ნაოტარი", „რაჭული" და „ბოლნური". გამოფენაში ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით. გამოფენზე მოსულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)